ვერძი: დღეს ეფექტურად შეძლებთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას. ახალი პროექტების დაწყებას კი სხვა დროისთვის გადადეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და საღამოს დაისვენეთ. ​

კურო: მოულოდნელმა პრობლემებმა შესაძლოა, განწყობას გაგიფუჭოთ. სამსახურში ნაკლები აქტიურობა გამოიჩინეთ, რათა შეცდომები აიცილოთ. სტრესის მოსახსნელად, საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ. ​

ტყუპები: მიუხედავად ძლიერი კონკურენციისა, თუ სამართლიან გზას აირჩევთ, წარმატებას მიაღწევთ. ​

კირჩხიბი: მოვლენების განვითარებას ნუ დააჩქარებთ. მოლოდინის პოზიცია დაიკავეთ და უსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, რომლებიც სასარგებლო იქნება.

ლომი: დღე ხელსაყრელია სპორტისა და ფიზიკური აქტივობებისთვის. აირჩიეთ ვარჯიში, სახლის დალაგება ან სხვა ფიზიკური დატვირთვა, რაც ენერგიას მოგცემთ. ​

ქალწული: ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისთვის და ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლოა, სწორედ ის ადამიანი გაიცნოთ, ვისაც დიდი ხანია ელოდით.

სასწორი: იზრუნეთ სახლის დალაგებასა და კომფორტზე. ეს ენერგეტიკულად გაგიუმჯობესებთ მდგომარეობას და ოჯახში პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს. ​

მორიელი: შესაძლოა, მიიღოთ გადაწყვეტილება განათლების ან კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებით, რაც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი: თავგადასავლების წყურვილი მოულოდნელობას შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში. მოირგეთ გამარჯვებულის განწყობა და არ შეუშინდეთ გამოწვევებს.

თხის რქა: თავი აარიდეთ სამართლებრივ საკითხებს. დღეს სჯობს დაისვენოთ და განიტვირთოთ.

მერწყული: შესაძლოა, დაუსრულებელ სამუშაოს მიუბრუნდეთ და შეზღუდულ დროში დაასრულოთ. მიუხედავად სირთულეებისა, საბოლოოდ კმაყოფილებას იგრძნობთ.

თევზები: მეგობრები მოგიწოდებენ, რომ სიზარმაცე დაძლიოთ და გარეთ გახვიდეთ. ცხოვრება მშვენიერია, ამიტომ დრო უსაქმურობაში არ დაკარგოთ.