ვერძი

დადგა დრო, გეგმების შედგენას თავი დაანებოთ და დაიწყოთ ცხოვრებაში დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. მოქმედების დროა, აიღეთ ინიციატივა და წინ! ყველა გზა პირველი ნაბიჯით იწყება.

კურო

შესაძლოა, დღე შეცდომების გამოსწორებას მიუძღვნათ, იქნება ეს საყოფაცხოვრებო საკითხები, სამსახურებრივი ურთიერთობები. გარდა იმისა, რომ სიმძიმეს მოიცილებთ მხრებიდან, ახალი პერსპექტივებიც გამოჩნდება.

ტყუპები

ნუ იქნებით ძალიან კატეგორიული პარტნიორთა და გარშემომყოფთა მიმართ და ნუ შეეცდებით, სამართლიანობის სახელით რისხვა დაატეხოთ ყველას, ვინც დაგიპირისპირდებათ, შეეცადეთ, გონივრულად და მშვიდად მოაგვაროთ გაუგებრობები.

კირჩხიბი

ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებას მიაღწევთ მხოლოდ გულწრფელობით და პირდაპირი გზებით. მკაფიოდ და გაბედულად განაცხადეთ თქვენი მიზანი და დარწმუნებული იყავით, რომ ყველა კარს გააღებთ.

ლომი

იმისათვის, რომ ყველაფერი მოასწროთ, საჭიროა სწორად დაალაგოთ პრიორიტეტები და მიმდევრობით შეუდგეთ მათ განხორციელებას. რამდენიმე საქმესთან ერთდროულად გამკლავება შეიძლება ვერ შეძლოთ, მხოლოდ გადაიღლებით და დროს ფუჭად დაკარგავთ.

ქალწული

შესაძლოა, თქვენმა გაუაზრებელმა ნათქვამმა ვინმე გაანაწყენოს. კარგად დაფიქრდით და ემოციების გარეშე ჩამოაყალიბეთ სათქმელი, რათა შემთხვევით არ გათქვათ სხვისი საიდუმლო, ან უხეშად არ მიახალოთ ვინმეს მტკივნეული სიმართლე.

სასწორი

ფრთხილად იყავით ურთიერთობებში და თავი შეიკავეთ ახლობლებთან, მტკივნეულ თემებზე ლაპარაკისგან. რათა კიდევ უფრო მეტად არ გაამწვავოთ პრობლემები. სიტუაცია მალე მოწესრიგდება.

მორიელი

მოერიდეთ კონფლიქტურ და ნეგატიურ ადამიანებს, მოუფრთხილდით თქვენს ენერგეტიკას, ენერგოტონუსი დაქვეითებულია და მარტივად გამოიფიტებით. უსიამოვნო სიტუაციას უხმაუროდ მოშორდით.

მშვილდოსანი

სასურველია, თავი შეიკავოთ სპონტანური საქციელისგან და იმოქმედოთ მხოლოდ კარგად მოფიქრებული გეგმით. გაბედული ნაბიჯები და გონივრული მოქმედება წარმატებას მოგიტანთ.

თხის რქა

თავი შეიკავეთ უხეში გამონათქვამებისგან. სასურველია, მოჭარბებული ენერგია სასიკეთო საქმეს მოახმაროთ, ნუ ატკენთ გულს ახლობლებს კრიტიკული შენიშვნებით, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენსავით არ ფიქრობენ.

მერწყული

დღეს, კარგ სამსახურს გაგიწევთ იუმორის გრძნობა. განსაკუთრებით, კოლეგებთან და მეგობრებთან. ასე თავიდან აიცილებთ განხეთქილებას და უსიამოვნო სიტუაციებს.

თევზები

დიდია კამათისა და დაპირისპირების ალბათობა, რა მყარი მტკიცებულებებიც უნდა გქონდეთ, დღეს, გაგიჭირდებათ გამარჯვების მოპოვება. დაელოდეთ უკეთეს პერიოდს.