89 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რობერტ რედფორდი გარდაიცვალა.

რედფორდი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა იყო. მსახიობი ცნობილი იყო ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969), "პრეზიდენტის ყველა გარემოცვა“ (1976), „კონდორის სამი დღე“ (1975) და სხვა. ის თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მსახიობი იყო.

რობერტ რედფორდმა რეჟისორის რანგშიც დატოვა კვალი - მისმა სადებიუტო ნამუშევარმა „ჩვეულებრივი ადამიანები“ ოსკარი საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მოიპოვა. ამის შემდეგ მან კიდევ ცხრა ფილმი გადაიღო.

მან დააარსა სანდენსის კინოფესტივალი, რომელიც დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად იქცა.