კობახიძემ აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებიდან ბოლო ერთ წელიწადში 700 მილიონი გაიფლანგა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ძარცვავს ქვეყანას.

"კობახიძემ აღიარა, რომ სახელმწიფო საწარმოებიდან ბოლო ერთ წელიწადში 700 მილიონი გაიფლანგა. სულერთია რა მოტივი ამოძრავებდა, ღარიბაშვილის დაბეზღება თუ საკუთარი მუშაობის კარგი კუთხით წარმოჩენა - ერთი რამ ფაქტია, “ოცნების” კლანის მიერ ქვეყნის ძარცვას ფარდა ახადა. მზა დოკუმენტია ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დამნაშავეების გასასამართლებლად.

"ქართული ოცნება" ძარცვავს ქვეყანას. რიტორიკული კითხვა არსებობს - თუ ეკონომიკური ზრდა არის ქვეყანაში, რატომ არ გრძნობს ამას ხალხი?! რატომ იცლება ქვეყანა? რატომ არ იზრდება შემოსავალი? აგერ, ინფლაციამ 5%-ს მიაღწია უკვე და 10%-იანი ინფლაციაა უკვე სურსათზე, რაშიც ჩვენი მოქალაქეები თავის 70-80%-ს ხარჯავს", - განაცხადა რომან გოცირიძემ.