ისრაელელ გულშემატკივრებზე თავდასხმების გამო ამსტერდამში სამი დღის განმავლობაში დემონსტრაციების გამართვა აიკრძალა. 

მედიის ცნობით, ამსტერდამში დემონსტრაციების აკრძალვასთან ერთად, არეულობის საპასუხოდ პოლიციას მიეცა საგანგებო ვითარებაში ადამიანების გაჩერებისა და ჩხრეკის უფლებამოსილება.

ნიდერლანდების მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმაში მონაწილეები გამოვლინდებიან და დაისჯებიან.

ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ამსტერდამში ჩასულ ისრაელელ ქომაგებს თამაშის დასრულების შემდეგ თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი. თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი კი 62-მდე გაიზარდა.