ირანელი გოგონა აჰუ დერიაი, რომელმაც პროტესტის ნიშნად უნივერსიტეტის ეზოში გაიხადა, თავისუფალია.

მას შეურაცხადობა დაუდგინეს, რის გამოც სადამსჯელო ღონისძიებებისგან გათავისუფლდა და გოგონა ოჯახს გადასცეს.

აღნიშნულ ინფორმაციას ირანის სასამართლო ავრცელებს.

აჰუ დერიაის რამდენიმე კვირის წინ თეირანის აზადის უნივერსიტეტში მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო შენიშვნა მისცა, მან კი პროტესტის ნიშნად გაიხადა.