ყველა ნაღმი ჰორმუზის სრუტის საერთაშორისო წყლებში ამოღებულია ან აფეთქებულია, ირანი ახალი საბრძოლო მასალის განთავსებას ვეღარ შეძლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ირანს ეცნობა, რომ ნებისმიერი გემი ან ნავი, რომელიც ახალ ნაღმებს განათავსებს, დაუყოვნებლივ და სისტემატურად განადგურდება.

"კოსმოსური ძალების მეშვეობით ჩვენ ვაკვირდებით ჰორმუზის სრუტის ყოველ კვადრატულ მეტრს, ისევე, როგორც პიკექსის მთას და უკვე განადგურებულ სხვა სამ ბირთვულ ობიექტს. ნაღმების განთავსების მიმართ მოქმედებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რომელიც სრულად არის ამოქმედებული“, – წერს ტრამპი.