პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი წერს.

"ალიევის "ანტიტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში არის კოდური სიტყვა სომხების ეთნიკური წმენდისთვის. პუტინმა ალიევს მწვანე შუქი აუნთო ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობის დასამხობად.

ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტაზე და უზრუნველყოს სომხეთის მთავრობისთვის ყველა საჭირო დახმარება“, – წერს კრამონი.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში "ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ დღეს განაცხადა.

ერევანში აცხადებენ, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს და სომხეთის სამხედრო ესკალაციაში ჩათრევის მცდელობები მიუღებელია.