ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში მასიური ხანძარი გრძელდება.

მოსახლეობა გაფრთხილებულია ამინდის შესაძლო გაუარესების შესახებ მომდევნო 72 საათის განმავლობაში, რამაც შესაძლოა, ხანძრის არეალის გაფართოება გამოიწვიოს.

კალიფორნიის სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ხანძარი 11%-ითაა ლოკალიზებული.

ამ დროისთვის ხანძრის შედეგად 16 ადამიანია დაღუპული, თუმცა დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის განცხადებით, ქალაქის 153 000 მცხოვრებს ევაკუაციის ბრძანება მიეცა, ხოლო კიდევ 166 000 გაფრთხილებულია შესაძლო ევაკუაციის შესახებ. სტიქია საფრთხეს უქმნის 57 ათას შენობას.

ხანძრის პირველი კერა კალიფორნიაში 7 იანვარს პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძარი დიდ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა.