საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება.

"საქართველოში ჟურნალისტების დაპატიმრებები გრძელდება… ერთ ღამეში ორჯერ!" - წერს ზურაბიშვილი.

მზია ამაღლობელი ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან პირველად სტიკერის – „გაიფიცე“ გაკვრის გამო დააკავეს და დაახლოებით ორი საათის შემდეგ გამოუშვეს, თუმცა დაკავებიდან მალევე ხელახლა დააკავეს.

"ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმის ბრალდებით დაიწყო.