მოსამართლეები რესტორან "ბაბილოში", წვეულებაზე პროტესტის ფონზე იკრიბებიან.

ადგილზე აქციების დროს დაკავებულების დედები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან და მოსამართლეებს საპროტესტო შეძახილებით ხვდებიან.

"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "მონებო", "სამარცხვინოებო" - სკანდირებენ ისინი.

მოსამართლეების დიდი ნაწილი უკვე რესტორანში იმყოფება, მათ შორის ლევან მურუსიძე.