მოსკოვის ცენტრში, რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 15 დაშავდა.

აფეთქების ადგილზე გამომძიებლები, კრიმინალისტების და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები მუშაობენ.

მედია წერს, რომ აფეთქება მოხდა რესტორანში "Balzi Rossi", რომელიც დღეს კერძო ბანკეტის გამო იყო დაკეტილი.

ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანში ერთ-ერთი გენერლის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.