რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ავღანეთში "თალიბანის" მთავრობა აღიარა.

რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოსკოვი ხედავს კარგ პერსპექტივებს ურთიერთობების განვითარებისთვის და გააგრძელებს ქაბულის მხარდაჭერას უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საკითხებში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა დაინახა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში.

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ისინი "აფასებენ რუსეთის მიერ გადადგმულ ამ გაბედულ ნაბიჯს" და იმედოვნებენ, რომ ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება.

აქამდე არცერთ სხვა ქვეყანას ოფიციალურად არ უღიარებია "თალიბანის" მთავრობა, რომელმაც ხელისუფლება 2021 წლის აგვისტოში, ხელში ძალადობრივად ჩაიგდო.