გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. 

არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.

"ასეთ რთულ დროს, როგორიც ახლაა, სტაბილურობის უზრუნველყოფა მოითხოვს ქმედუნარიან მთავრობას და პარლამენტში საიმედო უმრავლესობას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

გერმანიის პრეზიდენტმა პარლამენტის დათხოვნის განზრახვის შესახებ 20 დეკემბერს გამოაცხადა. 16 დეკემბერს დეპუტატებმა ოლაფ შოლცის მთავრობს უნდობლობა გამოუცხადეს. ამას კი მმართველი კოალიციის დაშლა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვა.