აშშ-ს ირანთან დაკავშირებით სულ მცირე ორი გეგმა აქვს: დაელოდოს ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსს ან განახორციელოს კიდევ ერთი მასშტაბური შეტევა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანელები „ცბიერი მოსაუბრეები“ არიან.

"ისინი ეკონომიკურად საშინელ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ვაკონტროლებთ მათ ფულს – იმას, რაც მათ ჰქონდათ. ეს ძალიან დიდი თანხაა. მათ ბევრი რამ ჰქონდათ და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მას. მე ვარ მათი ბანკირი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია საბრძოლო მასალის შესაძლო დეფიციტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ აშშ საბრძოლო მასალას სწრაფი ტემპით აწარმოებს.

„საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა, თუმცა, თუ რაოდენობა შემცირებულია და ჩვენ მას გიჟურად ტემპით ვაწარმოებთ, ეს იმიტომ ხდება, რომ მან (ბაიდენმა) უკრაინას 300 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა“, –  განაცხადა ტრამპმა.