უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კენჭისყრაში ხუთი პარტია მონაწილეობს, თუმცა ძირითადი კონკურენტები არიან მმართველი პარტია „ფიდესი“ და ოპოზიციური "ტისა".

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინა მტრად გამოაცხადა და თავისი საარჩევნო კამპანიის მთავარ თემად აქცია. შედეგად, ქუჩებში ვოლოდიმირ ზელენსკის პორტრეტები კიდევ უფრო მეტია, ვიდრე თავად ორბანის.

პარლამენტში მოხვედრისთვის პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა სჭირდება. მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭიროა – 100, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი 133 მანდატი.

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება. პირველი შედეგები კი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.