აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის დელეგაცია რუსეთში მიემგზავრება. ისინი უკრაინასთან 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრებენ.

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მან უკვე მიიღო "პოზიტიური ცნობები“ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობის შესახებ.

"მაგრამ დადებითი სიგნალი არაფერს ნიშნავს... ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა", - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ახლა უბრალოდ მიემგზავრებიან რუსეთის ფედერაციაში და აღნიშნა, რომ ახლა "ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული".

"ჩვენ გვყავს ხალხი, ვინც ახლა რუსეთში მიდის. იმედია, ჩვენ შევძლებთ, რომ რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. თუ ამას გავაკეთებთ, ვფიქრობ, 80%-ით მივიღებთ ამ საშინელების დასრულებას", - განაცხადა ტრამპმა.

ამავდროულად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შეერთებული შტატები ძალიან კარგ მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც უკრაინა ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა.

"ახლა ჩვენ ვნახავთ, შევძლებთ თუ არა რუსებს ვაიძულოთ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება", - აღნიშნა მან.