20 ნოემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 275 მილიონი დოლარის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რათა უკრაინა უფრო ძლიერ მდგომარეობაში იყოს.

ეს პაკეტი არის სამოცდამეათე ტრანში, რომელსაც შეერთებული შტატები გადასცემს უკრაინას თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან, 2021 წლის აგვისტოდან. ის უკრაინას მიაწვდის დამატებით შესაძლებლობებს მისი დაუყოვნებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, კერძოდ: საბრძოლო მასალები სარაკეტო სისტემებისთვის, საარტილერიო და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

275 მილიონი დოლარის პაკეტში შედის: საბრძოლო მასალა HIMARS-ისთვის; 155 მმ და 105 მმ საბრძოლო მასალა; 60 მმ და 81 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები; დრონები; TOW რაკეტები; Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები; მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა; ასაფეთქებელი მოწყობილობა და საბრძოლო მასალა; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული ზემოქმედებისგან დამცავი აღჭურვილობა; სათადარიგო ნაწილები და სხვა.