ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო თანამდებობაზე დაბრუნებამდე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა.

ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარების გაგზავნა რუსეთის დასახმარებლად უკრაინის ომში "მკაცრ პასუხს" მიიღებს.

ბლინკენის თქმით, რუტესთან შეხვედრაზე ალიანსის შტაბ-ბინაში, მათ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება იქ, სადაც რუსული ჯარები პროგრესირებენ აღმოსავლეთის ფრონტის ხაზზე და სამუშაო, რომელიც ნატომ უნდა გასწიოს თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის გასაძლიერებლად.

"პრეზიდენტი ბაიდენი მოწოდებულია გამოიყენოს ყოველი დღე, რათა გააგრძელოს ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც ამ ალიანსის გაძლიერებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ბლინკენმა.

მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგება რუსეთის მხარდასაჭერად კონფლიქტში „მოითხოვს და მიიღებს მკაცრ პასუხს“.

თავის მხრივ, რუტემ განაცხადა, რომ "რუსეთმა ვერ გაიმარჯვა“ უკრაინაში, სადაც ის 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. „ცხადია, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინამ გააგრძელოს ბრძოლა და შეძლოს რუსეთის თავდასხმის შეძლებისდაგვარად აცილება და ასევე ხელი შეუშალოს პუტინს უკრაინაში წარმატების მიღწევაში“, - განაცხადა რუტემ.

არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ადრე აკრიტიკებდა უკრაინისადმი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას, რამაც აშშ-ის მოკავშირეებს შორის შიშები გააჩინა, რომ მან შესაძლოა, სცადოს აიძულოს კიევი დაეთანხმოს მშვიდობას მოსკოვის პირობებით.

ბაიდენი თანამდებობას 20 იანვარს ტოვებს.