ამ გაყალბებას ჰყავს კონკრეტული შემსრულებლები, არამარტო ინსტიტუტების, არამედ სახელების და გვარების დონეზე, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დაწყებულია კონკრეტული სახელების და გვარების სიების გამოვლენა.

“ამ გაყალბებას ჰყავს კონკრეტული შემსრულებლები, არამარტო ინსტიტუტების, არამედ სახელების და გვარების დონეზე. ჩვენ დაწყებული გვაქვს, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც, კონკრეტული სახელების და გვარების სიების გამოვლენა, ვინ ზუსტად რა გააკეთა. გარდა ცესკოს სისტემისა, რა თქმა უნდა, მოსამართლეები, რომლებიც ასევე კრიმინალს ჩადიან, კალანდარიშვილი თავად გვთავაზობს თავს კრიმინალად. ეს მიმართულება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად ვიმუშავებთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთანაც. ამერიკის  განცხადებების სანქციებშიც იყო საუბარი, რომ ერთ-ერთი ფოკუსი სანქციების, ეს არის სწორედ გამყალბებლები. ამიტომ, მე ამერიკელების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ ზუსტად რა ტიპის სანქციები რა და როდის იქნება, მაგრამ ეს მიმართულება სახელების და გვარების დონეზე არის”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.