მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკის, ქვეყნის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - რესპუბლიკის ორდენი გადასცა, - ამის შესახებ სანდუმ უკრაინის და რუმინეთის პრეზიდენტებთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა რესპუბლიკის ორდენი მიიღო ევროპის კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

სანდუს თქმით, ეს ჯილდო "მთელი უკრაინელი ხალხის გამბედაობის აღიარებაა, რომლებიც რუსულ აგრესიას აკავებენ".

მოლდოვას პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლის წყალობით მის ქვეყანას ახლა აქვს შესაძლებლობა, იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად.

ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვას დედაქალაქში ქვეყნის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობს და მოლაპარაკებების სერიას მართავს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა და მოლდოვა „ერთობლივი უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის უფრო ფართო შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად“ მუშაობენ.