კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ოვალურ კაბინეტში. მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ერთად ვაკეთებთ უკრაინელების სიცოცხლის დასაცავად და მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპს მივუსამძიმრე ლინდსი გრეჰემის გარდაცვალების გამო. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო.

პრეზიდენტთან ერთად განვიხილეთ Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები და რამდენიმე სხვა იდეა, რაც შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე ვისაუბრეთ დიპლომატიაზე - მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიური პროცესი განახლდეს.

ჩვენი გუნდები შემდგომი კომუნიკაციის დეტალებს შეათანხმებენ. მადლობელი ვარ აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერისთვის", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონს დღეს ეწვია. ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე მონაწილეობას მიიღებს სენატორ ლინდსი გრემთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში.

დღესვე პრეზიდენტი 100-ვე ამერიკელ სენატორს შეხვდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ კანონპროექტს განიხილავს.