უკრაინას შეუძლია მიაღწიოს წარმატებას მოლაპარაკებებში უკვე მიმდინარე წელს, თუ უკრაინელი დამცველები მტკიცედ იქნებიან და გააგრძელებენ რუსი ოკუპანტების განადგურებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოხსენება მოისმინა, რომელმაც ისაუბრა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პოკროვსკის მიმართულებას და კურსკის ოპერაციას.

ზელენსკის თქმით, ის მადლიერია ყველა უკრაინული ქვედანაყოფის, რომლებიც ასრულებენ საბრძოლო მისიებს და ამას მტკიცედ აკეთებენ.

"იმისთვის, რომ წელს მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, უკრაინელი ჯარისკაცები უნდა იყვნენ მტკიცე ფრონტის ხაზზე და ეფექტურები რუსი ოკუპანტების განადგურებაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.