ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცებას 23 თებერვალს, ომის დაწყებიდან 4 წლისთავზე ფიქრობს. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციები სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას და კიდევ უფრო შეუზღუდავს ომის წარმოების შესაძლებლობებს.

სანქციების ახალი პაკეტი ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებასა და ვაჭრობას მოიცავს.