ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი მსახიობების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამ დროის მონაცემებით, თეატრი დატოვეს ნანკა კალატოზიშვილმა, ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა, ტასო ჭანტურაიამ, დავით ბეშიტაიშვილმა და მანუ თავაძემ.

ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი "რუსთავი 2"-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს. არხის ინფორმაციით, შენობის ფასადი პროექტის სარეკლამო მასალაში უნდა მოხვდეს, რის გამოც ბანერის მოხსნა გახდა საჭირო.

თეატრის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ბანერი წარწერით - "თავისუფლება სისტემის პატიმრებს" თეატრის მსახიობებმა შენობიდან 2025 წლის იანვარში, საპროტესტო წარმოდგენის შემდეგ გადმოფინეს.