8 ივლისს რუსეთის თავდასხმას კიევზე 34 ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა, - ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

"სამწუხაროდ, ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მტრის დარტყმის შედეგად დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი“, - განაცხადა კლიჩკომ.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 121 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი.

მაშველებმა ათი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვის გადარჩენა შეძლეს.

8 ივლისს რუსებმა უკრაინაზე კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს, გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის რაკეტები, მათგან ერთ-ერთი კიევში ბავშვთა საავადმყოფოს მოხვდა და მნიშვნელოვნად დააზიანა.