აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 23 ივლისს შეხვედრას გამართავენ.

როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, ამერიკელ კოლეგასთან მცირეხნიანი შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში გუშინ ჰქონდა და მხარეები 23 ივლისს ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

"ყოველთვის უკეთესია, კითხვები პირდაპირ დაისვას და პასუხებიც პირველი წყაროსგან მიიღონ. მარკო რუბიოს გუშინ შევხვდით და დავადასტურეთ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება, დღის პირველ ნახევარში. ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ“, – განაცხადა ლავროვმა.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ლავროვთან შეხვედრის დროს უკრაინის ომის საკითხზე იმსჯელებენ.

"აშშ კვლავ ღია და მზადაა, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ომის დასასრულებლად, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება და ეს, შესაძლოა, მოხდეს კიდეც. ჩვენ ალბათ ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვფიქრობ, რუსებიც დაეთანხმებიან ამას, ვისაც შეუძლია ამ როლის თამაში“, – განაცხადა რუბიომ.