ბათუმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველთა ჯგუფებია მობილიზებული.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ბათუმში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაჭრეს.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამართალდამცველთა ჯგუფებია მობილიზებული.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
1784734980
ე.წ საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. მესამე პრეზიდენტს ამ საქმეზე 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ხოშტარიას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს და 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1784734500
როგორც სერგეი ლავროვი აცხადებს, ამერიკელ კოლეგასთან მცირეხნიანი შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ფორუმის ფარგლებში გუშინ ჰქონდა და მხარეები 23 ივლისს ორმხრივ შეხვედრაზე შეთანხმდნენ."ყოველთვის უკეთესია, კითხვები პირდაპირ დაისვას და პასუხებიც პირველი წყაროსგან მიიღონ. მარკო რუბიოს გუშინ შევხვდით და დავადასტურეთ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება, დღის პირველ ნახევარში. ვიმედოვნებ, გვექნება შესაძლებლობა, ჩვენი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ“, – განაცხადა ლავროვმა.თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ლავროვთან შეხვედრის დროს უკრაინის ომის საკითხზე იმსჯელებენ."აშშ კვლავ ღია და მზადაა, შეასრულოს კონსტრუქციული როლი ომის დასასრულებლად, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდება და ეს, შესაძლოა, მოხდეს კიდეც. ჩვენ ალბათ ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვფიქრობ, რუსებიც დაეთანხმებიან ამას, ვისაც შეუძლია ამ როლის თამაში“, – განაცხადა რუბიომ.
1784733139
"ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და უდიდესი დაფასება მათ ღვაწლს, როგორც ჩვენი სამშობლოს ინტერესების უშიშარი და დაუზარელი მსახურებისთვის, ისე უამრავი მოქალაქისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, პირადად ჩემთვისაც. მაგრამ მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. მძიმე შეცდომა მგონია და იმედი მაქვს, გამოსწორდება", - წერს გვარამია.საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "სრულიად სამარცხვინოდ ქართულმა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ტყვეობის მეხუთე წელს, არ შეიყვანა პოლიტპატიმართა სიაში".
1784731717
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამის დაწერა მომიწევდა. არც კი დამიშვია როდისმე, რომ ერთ დღეს ონკოპაციენტი ვიქნებოდი, თუმცა როგორც ამბობენ: „არასოდეს თქვა არასოდეს“… მოკლედ, თურქეთში ჩატარებული კვლევების თანახმად, დამისვეს მკერდის სადინარული კარცინომის ტრიპელ ნეგატიური (სამმაგად უარყოფითი) ფორმის (მე-2 სტადია) დიაგნოზი. სრულყოფილი მკურნალობის შემთხვევაში ავადობა განკურნებადია, თუმცა ამისთვის საჭიროა ჩემთვის დიდძალი თანხა.დანარჩენად ჩემს ახლობლებსა და გულშემატკივრებს, მინდა, ვუთხრა, რომ სრული სიმშვიდით მივიღე დიაგნოზი და ასეთივე სიმშვიდით ვემზადები მკურნალობისთვის, რომელიც ერთ წელს გასტანს. ვინც მიცნობს, იცის, რომ არაერთი ადამიანის სიცოცხლისთვის მიბრძოლია და საკუთრისთვისაც აუცილებლად ვიბრძოლებ. რაც შეეხება თანხას, ჩემი ავადობის შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმუნოთერაპია, რომლის ერთი გადასხმაც საქართველოში 13 000 ლარი ღირს, მჭირდება სულ 16 გადასხმა, რომლიდანაც სახელმწიფო მხოლოდ 2-ს – ექვს თვეში ერთს აფინანსებს. (არსებობს მეორე გზაც – თურქეთში ყიდვა შედარებით იაფად, თუმცა ესეც ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა) მოკლედ, რამდენი თანხაა საჭირო სრული კურსის დასაფინანსებლად, კი მიხვდებით.ჩემთვის ძვირფასი ადამიანები უკვე დარაზმული არიან ჩემს დასახმარებლად, მადლობა მათ უდიდესი, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მასშტაბური დახმარების გარეშე რთულად წარმოსადგენია ამ თანხის შეგროვება. ამიტომ ისევ და ისევ ჩვენი საზოგადოების გულისხმიერების იმედით ვარ. ჩემს ახლობლებსა და ნაცნობებს, მინდა, გთხოვოთ, რომ ჩემი დიაგნოზის შესახებ დედაჩემთან არ ისაუბროთ, მზად ვარ, ყველა კითხვაზე მე თვითონ გიპასუხოთ. ასევე შემიძლია, დაგპირდეთ, რომ როგორც გამოჯანმრთელების შემდეგ, ასევე მკურნალობის პროცესშიც ვიქნები ონკოპაციენტების უფლებების აქტიური დამცველი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ გაჯანსაღდეს როგორც ონკოლოგიური მიმართულებით არსებული სამედიცინო სისტემა, ასევე დაფინანსების სქემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის ჩინურია.აქვე ვწერ ჩემი საბანკო ანგარიშების ნომრებს:საქართველოს ბანკი: GE50BG0000000605653748თიბისი ბანკი: GE51TB7139845063600037მიმღები მე – ნათია დოლიძეყველას ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ!“ – წერს AMBEBI.GE-ს მთავარი რედაქტორი სოციალურ ქსელში.
1784730793
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დღითი დღე უარეს ნაბიჯებს დგამს.“როდესაც საქართველოს მთავრობის შესახებ ახალ ამბებს ვეცნობი, ვფიქრობ, რომ საქმე ამაზე უარესად ვეღარ წავა, მაგრამ ხელისუფლება საპირისპიროს ამტკიცებს. მედიის თავისუფლება აღარ არსებობს, აქტივისტები და ჟურნალისტები მუდმივი ზეწოლის ქვეშ არიან, პოლიტიკური ოპოზიცია კი ციხეშია“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი."ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.
1784726881
დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი, ერთის მდგომარეობა მძიმეა, მეორეს კი - სტაბილურია.შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
1784725605
მისივე თქმით, ამ ორგანიზაციას ავტორიტეტი ხალხში არ აქვს და საზოგადოება მათ არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად თვლის."სრულიად სამარცხვინოდ "ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში. სინამდვილეში ეს ერთი წუთით არ გამკვირვებია. სწორედ ქართულმა არასამთავრობო სექტორმა შეიტანა დიდი წვლილი ჩემი რეფორმატორული მთავრობის დისკრედიტაციაში და ივანიშვილის მოყვანაში და ამდენი წელი, ეს მოღვაწეები, სრულიად ურცხვად არ იღებენ არანაირი პასუხისმგებლობას ამაზე, უფრო მეტიც დღემდე მე მაბრალებენ ივანიშვილის მოყვანას. კარგი, დავუშვათ ამდენი წელი თვალს იბრმავებდით და ვერ ხვდებოდით, რომ რუსული რეჟიმი მოიყვანეთ. ნუთუ, ბოლო ორი წელი არ იყო საკმარისი, რომ გათავისუფლებულიყავით სააკაშვილის კომპლექსისგან და თუნდაც ახლა მაინც აღიარებდეთ, რომ მთავარი პოლიტპატიმარი და რეჟიმისთვის და რუსეთისთვის მთავარი პრობლემა ვარ სწორედ მე?ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პოლიტიკა უნდა განახლდეს და მათი ხელმძღვანელები რატომღაც 15-20 წელი არიან მომხდარი ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე, თავისი კარგი ცხოვრებით. სწორედ ამიტომ, არანაირი ავტორიტეტი ხალხში თქვენ არ გაქვთ, ხალხი თქვენ გთვლით არაგულწრფელ, არაეფექტურ გრანტიჭამიებად. და როგორ გამოვიდა, რომ ევროსაბჭო, რომელსაც თქვენ მოიხმობთ, თავის მრავალრიცხოვან რეზოლუციებში მასახელებს პოლიტპატიმრად და პუტინის პირად ტუსაღად, იგივე ეხება ევროპარლამენტს და ემნესთი ინთერნეიშენალს და თქვენ არ გაგყავართ იგივე კატეგორიებში. ხმა არ ამოგიღიათ ოპოზიციის მასობრივ პოლიტიკურ დევნაზე ქოცების პირველივე წლებიდან, აქებდით "სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღას", ხმა არ ამოგიღიათ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ძალადობაზე და მასობრივ მოსყიდვაზე, 2020 წლის გაყალბებაზე. სწორედ ამ თქვენი სიჩუმით, დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი დიქტატურის ჩამოყალიბებაში და სხვათა შორის, სიტყვა დიქტატურის გამოყენებას დღემდე დემონსტრაციულად არიდებთ თავს.სანამ არ აღიარებთ თქვენს პასუხისმგებლობასაც დღეს შექმნილ სიტუაციაში, სანამ არ აღიარებთ თქვენივე შეცდომებს, მათ შორის ახლა ჩემს მიმართ დაშვებულ დანაშაულებრივ შეცდომას, რომ თურმე მართლა პიჯაკების ყიდვისთვის ვარ ტყვეობაში და ახლა არ მასამართლებდნენ პოლიტიკური გამონათქვამისთვის, მანამ ვერანაირ სერიოზულ როლს თქვენ საქართველოში ვერ ითამაშებთ. ვთხოვ ყველა სამართლიან ადამიანს საკადრისი პასუხი გასცეს ამ ცრუ "გამჭვირვალობას", სირცხვილი მათ!PS.თრანსფარენსმა გააკეთა ახალი განმარტება რომ პოლიტპატიმრის სიაში შევიყვანეთ მხოლოდ ის, ვინც გამონათქვამების და აქციების გამო ზისო.აქაც იტყუებიან, მე ახლა სწორედ ჩემი გამონათქვამისთვის და აქციებზე გამოსვლის მოწოდებისთვის მასამართლებენ "საბოტაჟის საქმეზე", მაგრამ ეს მათ შეგნებულად გამორჩათ. იმედია გამოჩნდებიან პატიოსანი არასამთავრობოებიც რომლებიც ამ უსამართლობაზე ხმას ამოიღებენ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
1784725362
მისივე თქმით, ამ ქმედებებზე ევროკავშირის რეაგირებაა საჭირო."ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც გადაასწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს. სოლიდარობა ვახო სანაიას!“, - წერს რასა იუკნევიჩიენე."ფორმულას" ტელეწამყვანი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. მას დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ შეუფარდა. ვახო სანაია სხდომას არ დასწრებია.
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდლად დრაპატი აირჩია
1784665334 • ომი უკრაინაში
"კახეთში, რუსმა ქალებმა ქართველების ქორწილის სუფრას ნომრის ფანჯრიდან წყალი გადაასხეს, ხმაურობენო"
1784449441
ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
1783841870
"მთელი ბრალდება არის ჰიპოთეზაზე, თეორიულ მსჯელობასა და შეფასებაზე დაფუძნებული, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ პროკურორის შეფასებაზე"
1783673079
კაპრალ რაჟდენ ლეთოდიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
1783781246
2015 წელს მომხდარი გიორგი კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე ორ პირს ბრალდება წარედგინება
1783582026