მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. მძიმე შეცდომა მგონია და იმედი მაქვს, გამოსწორდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. 

"ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და უდიდესი დაფასება მათ ღვაწლს, როგორც ჩვენი სამშობლოს ინტერესების უშიშარი და დაუზარელი მსახურებისთვის, ისე უამრავი მოქალაქისთვის გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, პირადად ჩემთვისაც. მაგრამ მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება. მძიმე შეცდომა მგონია და იმედი მაქვს, გამოსწორდება", - წერს გვარამია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "სრულიად სამარცხვინოდ ქართულმა "საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ტყვეობის მეხუთე წელს, არ შეიყვანა პოლიტპატიმართა სიაში".