რუსეთმა ვერ დაიცვა საკუთარი მოკავშირე, შესაბამისად, ვენესუელური ნავთობი ძალიან მალე აღმოჩნდება ბაზარზე და ეს ნავთობის ფასს კიდევ უფრო შეამცირებს, - ამის შესახებ "ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ნავთობის ფასის შემცირება რუსულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

"რუსეთმა ვერ დაიცვა საკუთარი მოკავშირე, შესაბამისად, ვენესუელური ნავთობი ძალიან მალე აღმოჩნდება ბაზარზე და ეს ნავთობის ფასს კიდევ უფრო შეამცირებს, რაც რუსულ ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება და მეორე - რაც უფრო მეტად ტურბულენტური საერთაშორისო ვითარებაა, მით უფრო მეტად ხდება აშკარა, რომ ჩვენ - საქართველოს გვჭირდება სანდო და ძლიერი მოკავშირეები.

"ქართულმა ოცნებამ" გააფუჭა ურთიერთობები ბრიუსელთან თავისი ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით შათირიშვილი და მადურო მიახლოებით ერთ დონეზე არიან და ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ სასწრაფოდ გაუმჯობესდეს ჩვენი ურთიერთობებში სტრატეგიულ პარტნიორებთან", - განაცხადა გიორგი მელაშვილმა.