უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 650640 (+1470) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 28.09.24-მდე: ტანკები – 8860 (+14), ჯავშანტექნიკა – 17438 (+42), საარტილერიო სისტემები – 18733 (+55), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1203 (+4).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 961 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 328 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 16093 (+62), ფრთოსანი რაკეტები – 2610 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 25 411 (+0), სპეციალური ტექნიკა – 3291 (+99).