გუშინდელი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად პოლტავაში დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ახლა უკვე ცნობილია 12 მსხვერპლის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია, - ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, პოლტავაში რუსული ავიაციის იერიშის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი, მათგან ოთხი ბავშვია.

"22 ადამიანი გადარჩა", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

რუსებმა უკრაინის ქალაქებს, მათ შორის პოლტავას პირველი თებერვლის დილას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს.