ვლადიმერ პუტინი კურსკის ოლქში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს ჩაბარებას სთავაზობს. 

პუტინის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპთან და შედგა კონტაქტები რუს და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის.

"ზოგადად, ვითარება იწყებს მოძრაობას. ვნახოთ, რა გამოვა", - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, გაეცნო ტრამპის წინადადებას კურსკის რეგიონში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის შეწყალების შესახებ. საპასუხოდ პუტინმა უკრაინელ სამხედროებს "ბოევიკები" უწოდა.

მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, დადონ იარაღი და ჩაჰბარდნენ.

"ამ კუთხით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ისინი ჩააბარებენ იარაღს და ტყვედ ჩაგბარდებიან, მათ ექნებათ გარანტირებული სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმების და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.