13:00 საათზე - ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი: ტარიელ მიქაცაძე 551500925
13:00 საათზე - ჭიათურაში მაღაროელები საპროტესტო აქციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი: ტარიელ მიქაცაძე 551500925
1741986253
მას სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.არსებული ინფორმაციით, ბრმა ტყვია მოხვდა გამვლელს, რომელიც კლინიკაში გადაიყვანა.სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს
1741981200
"სწორედ ეს სადგური თავად რუსებისთვის პრობლემაა, დიდი პრობლემა. პრინციპში, მისი არსებობა უკრაინის გარეშე შეუძლებელია. მის აღსადგენად ფული და სპეციალისტები არიან საჭირო. და დრო - რამდენიმე წელი.მის აღდგენას ბევრი ძვირად ღირებული პროცესი სჭირდება. ეს ჩვენთვისაც პრობლემაა, რადგან ეს არის ჩვენი სადგური. დაკარგული ფული, დაკარგული შესაძლებლობები. ისინი (რუსები) ესროდნენ სადგურს. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა სურთ მისი გამორთვა", - განაცხადა პრეზიდენტმა.მისი თქმით, რუსები "პოლიტიკურ, საჯარო განცხადებებს გააკეთებენ, რომ სადგური მალე ამოქმედდება და ელექტროენერგიას მიაწვდის ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს“."ეს არ მოხდება სწრაფად. და IAEA იქნება მუდმივი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, რადგან IAEA მათ ამის უფლებას ვერ მისცემს", - აღნიშნა ზელენსკიმ.რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტის დასაწყისში დაიკავეს. პერიოდულად, სადგური გათიშულია სარეზერვო დენის წყაროდან.ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი მიიჩნევს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ვითარება კვლავ არასტაბილურია.ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის საკითხი განიხილება უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში.
1741981184
კუროთამამად შეუდექით საკითხების მოგვარებას. სასურველია, თავი შეიკავოთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისგან. აუცილებლობის შემთხვევაში, კარგად გათვალეთ შედეგები.ტყუპებიოჯახური და საყოფაცხოვრებო საქმეები თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება. მოულოდნელი სტუმრიანობა შეიძლება დამღლელი და გამაღიზიანებელი იყოს. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას და შეეცადეთ, ქალაქგარეთ გახვიდეთ.კირჩხიბიმშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. გაათავისუფლეთ კარადა უსარგებლო სამოსისგან. საღამოს მეგობრებს სიახლეები გაუზიარეთ.ლომიმოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები და გაუგებრობები. შესაძლოა, მიიღოთ ინფორმაცია, რომელიც ძალიან გაგახარებთ თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებსაც.ქალწულისაინტერესო და გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. საღამო უფროს ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მათი რჩევები და ოჯახური ვახშამი გელით.სასწორიმეტად გაიღიმეთ, ნუ ნერვიულობთ, ფარული კამერა არ გიღებთ. საყვარელი ადამიანი თქვენი წარმატებით ბედნიერია.მორიელირომანტიკულ განწყობაზე იქნებით დილიდან. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.მშვილდოსანიშეხვედრების, ურთიერთობების დღეა. ახალ მეგობრებსა და თანამოაზრეებს გაიჩენთ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ელის.თხის რქადაისვენეთ, გამოიძინეთ. ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, მათთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრეთ.მერწყულიყველას რჩევა მოისმინეთ, მაგრამ ისე გააკეთეთ, როგორც თქვენთვის იქნება მისაღები. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.თევზებიბავშვებთან ერთად საყიდლებზე გაემგზავრეთ. ფულის ხარჯვისთვის მოემზადეთ. საღამო საოჯახო გარემოში გაატარეთ.
1741975777
კარნიმ ფიცი ტრადიციულად, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო და ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ III-ს, ასევე მის მემკვიდრეებს და შთამომავლებს.პრემიერ-მინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს ეწვევა.ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი კანადის მმართველი „ლიბერალური პარტიის“ თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს. მან „ლიბერალური პარტიის“ ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა. ხმის მიცემის პროცესში პარტიის 152 000-მდე წევრი მონაწილეობდა.ჯასტინ ტრიუდომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. ის ამ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.გადადგომის მიზეზი კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში „ლიბერალური პარტიის“ ყველაზე დაბალი რეიტინგი გახდა.
1741975227
პუტინის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ტრამპთან და შედგა კონტაქტები რუს და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის."ზოგადად, ვითარება იწყებს მოძრაობას. ვნახოთ, რა გამოვა", - აღნიშნა მან.მისივე თქმით, გაეცნო ტრამპის წინადადებას კურსკის რეგიონში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის შეწყალების შესახებ. საპასუხოდ პუტინმა უკრაინელ სამხედროებს "ბოევიკები" უწოდა.მისი თქმით, უკრაინელ სამხედროებს შეუძლიათ, დადონ იარაღი და ჩაჰბარდნენ."ამ კუთხით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ისინი ჩააბარებენ იარაღს და ტყვედ ჩაგბარდებიან, მათ ექნებათ გარანტირებული სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმების და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად“, - განაცხადა პუტინმა.
1741973154
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაიყიდა.აღნიშნული ოფისი, რომელიც 2010 წელს აშენდა, მომსწრეა მრავალი ქარტეხილის და თავდასხმის "ნაციონალურ მოძრაობაზე". საზოგადოებას კარგად ახსოვს მოღალატე, რუსული რეჟიმის არაერთი ძალადობრივი თავდასხმა აღნიშნულ შენობაზე, მათ შორის სპეცოპერაცია ენმ-ის იმ დროინდელი თავმჯდომარის გატაცების მიზნით.ამავდროულად ცხადია, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პარტია არ არის შენობა. პარტია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც გაერთიანებული ვართ საქართველოს ერთიანობის, სიძლიერისა და ევროპული, დემოკრატიული მომავლის იდეის და სხვა ეროვნული, პატრიოტული ღირებულებების ირგვლივ.დღეს, როდესაც ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია, როდესაც ივანიშვილის კრიმინალური ბანდის რეპრესიული მანქანა განსაკუთრებული სისასტიკით ებრძვის განსხვავებულ აზრს და როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ რჩება რეჟიმის მთავარ სამიზნედ, რისი გამოხატულებაა პრეზიდენტი სააკაშვილის განგრძობადი პოლიტიკური ტყვეობა, ისევე როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში “ჩეკას” ანალოგით შექმნილი რუსული კომისია, ყველაზე მნიშვნელოვანია პარტიის კონსოლიდაცია, ჩვენს საზოგადოებასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, რაშიც ენმ-ს ცენტრალური ოფისის დედაქალაქის ცენტრალურ ლოკაციაზე განთავსებაც შეუწყობს ხელს. ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი, პარტიის რომელიც ყოველთვის იყო და არის ყველაზე სახალხო პარტია, განსაკუთრებით დღეს და ბრძოლის ამ გადამწყვეტ ეტაპზე, იყოს გაცილებით ხელმისაწვდომი ამომრჩევლისთვის, წევრებისთვის, პოტენციური მომხრისთვის, ახალგაზრდისთვის, აქტივისტისთვის თუ ჟურნალისტისთვის.ჩვენ უნდა შევძლოთ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის არსებული დისტანციის შემცირებაც, ვიყოთ კიდევ უფრო გახსნილი, კიდევ უფრო ღია, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ყველასთვის.ასევე აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის (საპარლამენტო მანდატებზე უარის გამო) პირობებში, აუცილებელი ფინანსური რესურსის მობილიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის ფუნქციონირებისთვის. პარტიას უწევს არსებობა და ბრძოლა, წლების განმავლობაში მძვინვარე რუსული პროპაგანდის, ცილისმწამებლურ, ბინძურ პროპაგანდისტულ კამპანიასთან ერთად, ჩვენს პოტენციურ ფინანსურ მხარდამჭერ ბიზნესმენებზე მუდმივი ტერორის პირობებში. მიუხედავად მრავალი სტიგმისა, რომელსაც სხვადასხვა აქტორები ქმნიდნენ, საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ აფინანსებს არც ერთი მსხვილი ან დომინანტი დონორი.უახლოეს ხანში ჩვენ ვგეგმავთ, ენმ მართვის პროცესში ჩვენი წევრების მეტი უშუალო ჩართულობისა და ამავდროულად, ფინანსური მდგრადობის სისტემის ძირეულ განახლებას, სადაც თითოეულ წევრს შეეძლება თავის წვლილი შეიტანოს პარტიის პოლიტიკური და სხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ისევე როგორც ჩვენი პარტიის ფინანსურ მხარდაჭერაში.მოღალატე კრიმინალთა რუსული რეჟიმის საპირწონე ძალისთვის მთავარია სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ინტერესების ერთგულება და ამასთანავე, ღიაობა, საზოგადოების წინაშე ანგარიშგება, პასუხისმგებლობა და ბრძოლისუნარიანობა ქვეყნის ინტერესებში.მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნისა და "ნაციონალური მოძრაობისთვის" ამ რთულ დროს, აღნიშნული გადაწყვეტილება მოემსახურება საქართველოსა და ჩვენი გუნდის ამ საერთო და ეროვნულ ინტერესს.ჩვენ ყველამ ერთად, უკომპრიმისო, პრინციპული ბრძოლით უნდა დავამარცხოთ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმი და დავიხსნათ ქვეყანა რუსული მარწუხებისგან.ძალა ერთობაშია!თავისუფლება მიშას!” - აღნიშნულია განცხადებაში.
1741972331
მისი თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა გამოავლინეს არაჩვეულებრივი გამძლეობა, გაუძლეს მტრის ძლიერ დარტყმას, რამაც შესაძლებელი გახადა ზეწოლის შემსუბუქება ფრონტის კრიტიკულად მნიშვნელოვან მონაკვეთებზე."ჩვენი ბიჭები აბსოლუტურად გმირები არიან, მათ ძლიერი დარტყმა მიიღეს საკუთარ თავზე. ზეწოლა ჯერ ხარკოვის მიმართულებით განიმუხტა - რუსებმა ჯარის მაქსიმალური რაოდენობა გაიყვანეს კურსკის ოლქში. შემდეგ დაიწყეს ძალების გაყვანა აღმოსავლეთიდან, მაგრამ არ დატოვეს მთავარი სამიზნე - პოკროვსკი", - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კურსკის ოპერაციის წყალობით პოკროვსკის და ხარკოვის მიმართულებებში ვითარება დასტაბილურდა და მტერს „ძალიან გაუჭირდება“ პოკროვსკიზე ხელახლა მუქარის შესაძლებლობა მოძებნოს."მე შემიძლია მხოლოდ მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარისკაცებს კურსკის ოპერაციისთვის. მივიჩნევ, რომ მან შეასრულა თავისი ამოცანა", - აღნიშნა მან.კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალები ოპერაციას 2024 წლის აგვისტოს დასაწყისიდან ატარებს. მისი მიზანი იყო მოწინააღმდეგის საბრძოლო შესაძლებლობების შესუსტება და მისი იძულება გადაესროლა რესურსები საკუთარი ტერიტორიების დასაცავად. ცნობილია, რომ ზაფხულის ბოლოს უკრაინელი ჯარისკაცები რეგიონში 100 დასახლებას აკონტროლებდნენ.ამის მიუხედავად, მარტის დასაწყისიდან კურსკის რეგიონში ვითარება გართულდა. დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ინფორმაცია კურსკის ოლქში უკრაინული შენაერთების სავარაუდო ალყაში მოქცევის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს მესიჯებს რუსული პროპაგანდა ავრცელებს.
1741968856
ზელენსკის თქმით, მან მოლაპარაკებები გამართა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან."პაპს ფრანცისკეს ვუსურვე სწრაფად გამოჯანმრთელება და მადლობა გადავუხადე ჩვენი ხალხისთვის ლოცვისა და მორალური მხარდაჭერისთვის, ასევე რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებისთვის", - აღნიშნა ზელენსკიმ.მისივე თქმით, წმინდა საყდარმა მიიღო უკრაინელების სია, რომლებიც რუსებს ციხეებსა და ბანაკებში ჰყავთ. უკრაინა იმედოვნებს, რომ ვატიკანი მათ გათავისუფლებაში დაეხმარება.ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტყვეთა გაცვლა და უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად დააახლოოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და უკრაინა მზად არის გადადგას ასეთი ნაბიჯები."ახლა მსოფლიო ხედავს, თუ როგორ აყენებს რუსეთი შეგნებულად პირობებს, რომლებიც მხოლოდ ართულებს და აჭიანურებს ყველაფერს, რადგან რუსეთი ერთადერთი სუბიექტია, რომელსაც სურს, რომ ომი არ დასრულდეს და დიპლომატია დაიშალოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
კახა კალაძე - ყველას მოუწევს დაექვემდებაროს იმ ცვლილებებს, რომლებიც განხორციელდება
1740996630
ზელენსკი – ჩემი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის ხალხმა შეიძლება მიიღოს
1740786847
"საქართველოს ბანკი" Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს
1741778373
თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
1741160776
"საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა, ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ"
1741440126