20 მაისს, რუსებმა კონოტოპზე დრონის იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 94 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა და 11 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას სუმის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

მაშველებმა გარდაცვლილის ცხედარი ხუთსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე. დაშავებულებს შორის იყო ცხრა ქალი და ორი მამაკაცი, 50-დან 88 წლამდე ასაკის.

"ადგილზე პოლიციის საგამოძიებო ჯგუფები, ბომბების გაუვნებელყოფის ექსპერტები და სხვა შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. პოლიცია ადოკუმენტირებს და აგროვებს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებებს. თავდასხმაზე გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლით დაიწყო“, - აღნიშნეს პოლიციაში.