ოჯახის სიწმინდის დღეს რომ აღნიშნავენ, ნამდვილი ქართული ოჯახი როგორია, იციან? - ერთიანია, სადაც დედა, მამა, შვილი ერთად არიან და არა გახლეჩილი. "ქართულმა ოცნებამ" გახლიჩა ეს ოჯახები, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მილიონზე მეტი ადამიანი არის გასული, რომლებიც უკან არ დაბრუნებულან მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გამო.

"რეგიონებში მდგომარეობა არის ბევრად უფრო მძიმე. რეგიონში ყოველ ჩასვლაზე გხვდება კიდევ დამატებული ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ემიგრაციაში წავიდნენ და რატომ მიდის ეს ხალხი ემიგრაციაში, კარგი ცხოვრება აქვთ და თქვენ გგონიათ, რომ ვინმეს უნდა ემიგრაციაში წასვლა? მშობლებს უნდათ შვილების დატოვება? ოჯახის სიწმინდის დღეს რომ აღნიშნავენ, ნამდვილი ქართული ოჯახი როგორია, იციან? - ერთიანია, სადაც დედა, მამა, შვილი ერთად არიან და არა გახლეჩილი. "ქართულმა ოცნებამ" გახლიჩა ეს ოჯახები, ბავშვები იზრდებიან ისე, რომ ან დედა არ ჰყავს სახლში, ან მამა, რომ ემიგრაციაში წავიდნენ და ოჯახი არჩინონ იქიდან. ეს ყოველდღიურად გრძელდება და საქსტატის მონაცემებიც ვერ უვლის ამ ამბავს გვერდს. მილიონზე მეტი ადამიანი არის გასული, რომლებიც უკან არ დაბრუნებულან მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გამო", - განაცხადა ანა წითლიძემ.