4 აპრილის დილით, რუსები დრონების გამოყენებით თავს დაესხნენ დნეპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლი  ბაზარს. ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

22 დაშავებულიდან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან 14 წლის გოგონა და ორი მამაკაცი - 28 და 72 წლის, მძიმე მდგომარეობაში არიან. ექიმების თქმით, სხვა დაშავებულების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა.

4 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 286 თავდასხმის დრონით ექვსი მიმართულებით შეუტია. საჰაერო თავდაცვის ძალებმა მტრის დრონების უმეტესობის ჩამოგდება მოახერხეს.  4 აპრილს, დილით რუსებმა დრონებით კიევსაც  შეუტიეს. ერთ-ერთ რაიონში საოფისე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

3 აპრილს ხარკოვზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა, 37 დარტყმა 18 სხვადასხვა ადგილას დაფიქსირდა. რუსებმა ბალისტიკური რაკეტები და დრონები გამოიყენეს.