უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 506 260 (+1160) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 30.05.24-მდე: ტანკები - 7710 (+10), ჯავშანტექნიკა - 14913 (+22), საარტილერიო სისტემები - 13101 (+35), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1088 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 815 (+0), თვითმფრინავები - 357 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 10532 (+22), ფრთოსანი რაკეტები - 2222 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 27 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 17849 (+53), სპეციალური ტექნიკა - 2153 (+11).