მატარებელზე თავდასხმა აჩვენებს, თუ რამდენად სასოწარკვეთილი გახდა პუტინი, – ასე გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე სლოვენიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე რუსეთის იერიშს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რუსეთი „სულ უფრო და უფრო უგუნური ხდება“, რადგან ის აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ საშინელ ომს.

"გუშინ უკრაინაში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული თავდასხმა ცხადყოფს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია პუტინი. მას ჰგონია, რომ შეუძლია, ხელი შეგვიშალოს უკრაინის მხარდაჭერაში და შეარყიოს ჩვენი ერთიანობა. ის ცდება. ჩვენი პასუხია უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდა, რათა მას ჰქონდეს თავის დასაცავად საჭირო რესურსები. ამასთანავე, ნატოს კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული ინჩის დასაცავად“, – განაცხადა რუტემ.

13 სექტემბერს რუსეთმა პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე იერიში მიიტანა. უკრაინის რკინიგზაში არ გამორიცხეს, რომ რუსული დრონის სამიზნე, შესაძლოა, ის მატარებელი ყოფილიყო, რომელშიც ევროპელი დიპლომატები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. ისინი YES-ის („იალტის ევროპული სტრატეგია“) ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობის შემდეგ კიევიდან ბრუნდებოდნენ.