ოდესის ოლქში სამხედრო თვითმფრინავი  MiG-29 ჩამოვარდა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.

2026 წლის 10 აგვისტოს საღამოს, საბრძოლო დავალების შესრულებისას, საჰაერო ძალების გამანადგურებელი MiG-29 ჩამოვარდა. პილოტი ოდესის ოლქში მტრის საჰაერო სამიზნეების განადგურების მისიას ასრულებდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წინასწარი ინფორმაციით, რაკეტის გაშვების მომენტში ტექნიკური გაუმართაობის გამო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა, პილოტი ბოლო წამამდე ცდილობდა თვითმფრინავის გადარჩენას, თუმცა კონტროლი დაკარგა.

ცნობილია, რომ პილოტმა კატაპულტირება მოახერხა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.