მე მათ ვურჩევდი, რომ ეს რეზოლუცია კარგად წაიკითხონ, ამ რეზოლუციაში ძალიან კარგადაა ახსნილი, თუ, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, თუ რა მოხდა რეალურად, 2008 წლის აგვისტოში, - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა გიგი გიგიაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა საკუთარ ტერიტორიაზე.

"მე მათ ვურჩევდი, რომ ეს რეზოლუცია კარგად წაიკითხონ, ამ რეზოლუციაში ძალიან კარგადაა ახსნილი, თუ რეალურად, რასთან გვაქვს საქმე, თუ რა მოხდა რეალურად, 2008 წლის აგვისტოში, რომ ეს იყო ომის ცხელი ფაზა და არა რომელიმე მხარის მიერ ამ საკითხის ინიციირება. ეს იყო დასაწყისი ცხელი ხაზის, იმ მოვლენების, რომელიც უკვე დაწყებული იყო ძალიან დიდი ხნით ადრე.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ამ ომში დამნაშავე, ამაზე თანხმდება მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველო ომს ვერ დაიწყებდა საკუთარ ტერიტორიაზე.

ისტორია ძალიან სწორად შეაფასებს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს და მათ ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე და განცხადებებზე, რომელიც განახორციელეს განსაკუთრებით ბოლო წლების მანძილზე", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.