რუსმა დამპყრობლებმა წლის დასაწყისიდან რეკორდული ზარალი განიცადეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან მოწინააღმდეგის პერსონალის ჯამურმა დანაკარგებმა 140 ათასს (140 650) გადააჭარბა.

"ოკუპანტების მცდელობა, გაარღვიონ ჩვენი თავდაცვა, რეკორდულ დანაკარგებს იწვევს რუსი დამპყრობლებისთვის“, - აღნიშნა მან.

სირსკიმ ჯარისკაცებს სიმტკიცისა და სიზუსტისთვის მადლობა გადაუხადა.