აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი უკრაინას უახლოეს მომავალში ეწვევა.

ამის შესახებ RBC-Ukraine ტრამპის ტვიტერზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით იტყობინება.

უკრაინაში ვიზიტის დროს ბესენტი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"ეს ომი მალე უნდა დასრულდეს - ძალიან ბევრი სიკვდილი და ნგრევა. აშშ-მა დახარჯა მილიარდობით დოლარი მთელს მსოფლიოში მცირე შედეგით. როდესაც ამერიკა ძლიერია, სამყაროში მშვიდობა სუფევს", - წერს ტრამპი.

Bloomberg-მა დღეს წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრი,სკოტ ბესენტი ამ კვირაში უკრაინას ეწვევა, რათა აშშ-სთვის უკრაინის წიაღისეულებზე წვდომის მოლაპარაკებები დაიწყონ.

ბესენტი იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პირველი წარმომადგენელი, რომელიც კიევს მას შემდეგ ესტუმრება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ უკრაინის ბუნებრივი რესურსებითაა დაინტერესებული.