აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა.
საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა.
საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
სატელეფონო საუბრის შესახებ ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გავრცელებულა.
1742329499
მისი თქმით, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები აგრძელებენ მისიის შესრულებას კურსკის ოლქში და იქ დარჩებიან მანამ, სანამ საჭირო იქნება.მან აღნიშნა, რომ უკრაინის არმიის სტრატეგიული ნაბიჯები მიზნად ისახავს რუსული ჯარების წინსვლის აღკვეთას."უკრაინელი სამხედროები იქ არიან და იქნებიან მანამ, სანამ ეს ოპერაცია დაგვჭირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი საუბრობს ჩვენი სამხედრო პერსონალის თითქოსდა ალყაზე, მაგრამ ჩვენი ბიჭები დგანან და ამტკიცებენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი სტრატეგიული ნაბიჯები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი ახალი ტერიტორიების მიტაცების მცდელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.პრეზიდენტმა ასევე გაამახვილა ყურადღება უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების შეკრებაზე და სავარაუდო ახალ თავდასხმებზე სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე. მისი თქმით, უკრაინა მტერს არ მისცემს საშუალებას, ადვილად განახორციელოს თავისი გეგმები."ჩვენ ვხედავთ ჯარების შეკრებას კურსკის ოლქში. მათ სურთ შეტევა სუმზე, ხარკოვზე, ზაპოროჟიეზე - ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ მათ ამის საშუალებას ასე მარტივად", - აღნიშნა მან.ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და აღნიშნა, რომ საჭიროა კონკრეტული დეტალები აშშ-დან და მათი როლი ამ პროცესში."თუ პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია დეტალების გათვალისწინება და უზრუნველყოს ენერგეტიკული დარტყმებისა და შავი ზღვის დარტყმების შეწყვეტა, ეს იქნება პირველი ნაბიჯი. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მხარს დავუჭერთ ნაბიჯებს, რომლებიც გამოიწვევს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემცირებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1742328082
მისივე თქმით, საარჩევნო პირობების გარეშე არჩევნებზე საუბარი უინტერესოა."პარტიას, რომელმაც შეიძლება შეუქმნას ივანიშვილს სანტურაჟი, როგორც ლეგიტიმურ არჩევნებს, იმას როგორ არ შესთავაზებს 5 მილიონის ნახევარს მაინც. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა უნდა საზოგადოებას იმას მივყვებით, თუ რა არის ჩვენს დღის წესრიგში. მე ფეხებზე მკიდია, ივანიშვილი მისცემს ფულს რომელიმე პარტიას თუ თავისი ინტერესით გავა პარტია ადგილობრივ არჩევნებზე. ჩემთვის, ეს არის ერთიანობის ღალატი. და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიოდ შეცვალა სიტყვა ერთობა კოორდინაციით, რაზეც მას ვიღაცები მიესივნენ. სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ქმედითი და გამართული ინსტრუმენტი "ქოცებთან" საბრძოლველად.მე არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველა კანონის დარღვევა ძალადობა არ არის. "ქართული ოცნება" დღეს გამოდის კანონების მწერლად და არა შემსრულებლად. მე, რომ მიტინგის მოწყობა მინდა და სადღაც გადავკეტავ გზას, ამის გამო უნდა დავჯარიმდე, თურმე, მაგრამ ხელისუფლებას, ვინც მიიტაცებს იმას რა უნდა მოუვიდეს, ხომ არ იცით? - ციხეში უნდა აღმოჩნდეს და აღმოჩნდება.მე ვარ გამბედავი ადამიანი, მე ხისტი კაცი ვარ. მე მგონია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველაფერი "მოსულა" ძალადობის გარდა. მე გულწრფელად გეუბნებით, არავითარი ახალი არჩევნები, არავითარი ახალი მოლაპარაკებები, გარდა იმ ვითარებისა, როცა "ქოცები" ნიშნავენ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით და ყოვლად მიუკერძოებელი ვითარებით ჩემთვის, საინტერესო არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1742327840
"ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული. ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე, იმის გაგებით, რომ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრული შეწყვეტასა და საბოლოოდ ამ საშინელი ომის დასასრულებლად რუსეთსა და უკრაინას შორის", - წერს ტრამპი.მისივე თქმით, მან პუტინთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ელემენტების ფართო სპექტრი განიხილა და კიდევ ერთხელ შეეხო ბრძოლის ველზე ჯარისკაცების დაღუპვის თემას."როგორც პრეზიდენტ პუტინს, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის სურთ, რომ ეს დასრულდეს. ეს პროცესი სრულ ძალაში შევიდა და ჩვენ, იმედია, მთელი კაცობრიობის სახელით, ამ საკითხს ბოლომდე მივიყვანთ", - აღნიშნა მან.18 მარტს დონალდ ტრამპს და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები დაახლოებით 2,5 საათს გაგრძელდა.მოლაპარაკებების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პუტინმა უარყო ტრამპის წინადადება უპირობო, სრული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სანაცვლოდ, დათანხმდა მხოლოდ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმების შეჩერებას.
1742327097
მისივე თქმით, საარჩევნო პირობების გარეშე არჩევნებზე საუბარი უინტერესოა."მე არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველა კანონის დარღვევა ძალადობა არ არის. "ქართული ოცნება" დღეს გამოდის კანონების მწერლად და არა შემსრულებლად. მე რომ მიტინგის მოწყობა მინდა და სადღაც გადავკეტავ გზას, ამის გამო უნდა დავჯარიმდე თურმე, მაგრამ ხელისუფლებას ვინც მიიტაცებს იმას რა უნდა მოუვიდეს ხომ არ იცით? ციხეში უნდა აღმოჩნდეს და აღმოჩნდება.მე ვარ გამბედავი ადამიანი, მე ხისტი კაცი ვარ. მე მგონია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველაფერი "მოსულა" ძალადობის გარდა. მე გულწრფელად გეუბნებით, არავითარი ახალი არჩევნები, არავითარი ახალი მოლაპარაკებები, გარდა იმ ვითარებისა, როცა "ქოცები" ნიშნავენ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით და ყოვლად მიუკერძოებელი ვითარებით ჩემთვის, საინტერესო არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
1742327091
11:30 საათზე - ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურის სასამართლო პროცესი გაიმართება. 11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57.საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24 11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართებადავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 12:00 საათზე - ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომა საქმეზე „ანა ხაჭაპურიძე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის წინააღმდეგ“ (№1747 კონსტიტუციური სარჩელი) გაიმართება. 12:00 საათზე - პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართებაპლენარულ სხდომათა დარბაზი 15:00 საათზე - პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართებაკომიტეტის სათათბირო ოთახი N120 (C კორპუსი, I სართული)
1742323528
"იურიდიულად რომ ვისაუბროთ, მნიშვნელოვანია ის, რომ ის არ არის დაპატიმრებული, ის დაკავებულია, გააჩერეს და ახლა არკვევენ. მას ჰყავს ადვოკატი აყვანილი. რაც შეეხება საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოღალატეობრივი რეჟიმი მის რუსეთისთვის გადაცემას მოითხოვს. ყველა შესაბამის სტრუქტურას აქვთ მიცემული ის დავალება, რაც ლევანის უსწრაფესად გათავისუფლებისთვის და ამ გაუგებრობის თავიდან აცილებისთვისაა საჭირო. ლევანს უშუალოდ არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის საშუალება, მაგრამ არის ადვოკატი და ეფექტიანად მუშაობს", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთშია დაკავებული.
1742322798
გავრცელებული ინფორმაციით, პუტინმა მხარი დაუჭირა ტრამპის იდეას რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ორმხრივი შეწყვეტის შესახებ 30 დღით და მისცა შესაბამისი ბრძანება მის სამხედროებს.ამასთან, პუტინმა არ მიიღო აშშ-ის წინადადება ცეცხლის სრული შეწყვეტის შესახებ 30 დღის განმავლობაში, რასაც კრემლის განცხადებებიც მოწმობს.მან დაასახელა პირობები, რომლებშიც შეიძლება მოხდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა. პუტინი უკრაინაში მობილიზაციის, სამხედრო დახმარებისა და დაზვერვის ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტას მოითხოვს.
1742322257
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით."დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა, მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და პუტინი ასევე, შეთანხმდნენ, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობა."ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – აღნიშნულია განცხადებაში.აღსანიშნავია, რომ რუსეთმა უკვე არაერთხელ გააკეთა განცხადება უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების შესახებ. თუმცა ეს დაპირებები არაერთხელ დაირღვა. კერძოდ, გასული წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებულმა თავდასხმებმა უკრაინაში ელექტროენერგიის მასშტაბური შეწყვეტა გამოიწვია, რაც მაისიდან სექტემბრამდე გაგრძელდა.
"საქართველოს ბანკი" Startup Grind-თან ერთად ქალი მეწარმეებისთვის ღონისძიებებს გამართავს
1741778373
ვაკეში მოკლული პირი ე.წ კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმა ლევან ჯანგველაძეა
1742020372
თბილისის მერია ზღვისუბნის პარკში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს
1741160776
"საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ დავტოვო ქვეყანა, ბოდიში, რომ ამ ბრძოლაში დაგტოვეთ"
1741440126
თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
1742195830