5 მარტს, უკრაინის საზღვაო ძალებმა შავი ზღვის თავზე რუსული ვერტმფრენი Ka-27 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალები ავრცელებს.

Ka-27 შექმნილია წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად, თვალყურის დევნების და განადგურებისთვის, რომლებიც მოძრაობენ 500 მეტრამდე სიღრმეზე და 75 კმ/სთ სიჩქარით, საძიებო ზონებში, საწყისი ხომალდიდან 200 კმ-მდე დაშორებით. ვერტმფრენს შეუძლია ტაქტიკური მისიების შესრულება დამოუკიდებლად, ჯგუფის შემადგენლობაში. მას შეუძლია მოქმედება როგორც სანაპირო აეროდრომიდან, ასევე გემიდან.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ რუსების 435 თვითმფრინავი და 348 ვერტმფრენი გაანადგურა.