უკრაინელმა სამხედროებმა ამ ღამით მტრის უპილოტო თვითმფრინავის მასიური თავდასხმის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცეში 52 Shahed ჩამოაგდეს. საერთო ჯამში, რუსებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინის  საჰაერო ძალები ავრცელებს.

"28 მაისის ღამეს, მტერმა უკრაინას შეუტია ირანული Shahed-136/131 დრონებით ჩრდილოეთის მიმართულებიდან - ბრიანსკის ოლქიდან (რუსეთი) და სამხრეთიდან - კრასნოდარის ტერიტორიიდან (რუსეთი)“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.

მისივე ინფორმაციით, გამოყენებული იყო კამიკაძე-დრონების რეკორდული რაოდენობა - კერძოდ, 54.

28 მაისის ღამეს უკრაინის უმეტეს რაიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა და ცნობილი გახდა რუსი ოკუპანტების მიერ კამიკაძე-დრონების გაშვების შესახებ. რეგიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა მუშაობდა.

მოგვიანებით კიევში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის ფონზე  აფეთქებების სერია გაისმა - უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 40 დრონი ჩამოაგდეს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით,  უპილოტო საფრენი აპარატის ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, დედაქალაქის რიგ რაიონებში მოხდა ნგრევა და ხანძარი, არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები.