უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 460 400 (+1 190) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.08.26-მდე: ტანკები – 12 259 (+4), ჯავშანტექნიკა – 25 120 (+4), საარტილერიო სისტემები – 47 713 (+44), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 020 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 560 (+2), თვითმფრინავები – 439 (+0), ვერტმფრენები – 354 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 2 190 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 454 572 (+1 578), ფრთოსანი რაკეტები – 5 007 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 132 543 (+307), სპეციალური ტექნიკა – 4 514 (+3).