უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 378 820 (+1 310) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.06.26-მდე: ტანკები – 12 010 (+6), ჯავშანტექნიკა – 24 727 (+10), საარტილერიო სისტემები – 43 787 (+74), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 859 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 416 (+2), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 628 (+9); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 342 651 (+2 120), ფრთოსანი რაკეტები – 4 733 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 105 498 (+326), სპეციალური ტექნიკა – 4 277 (+10).