უკრაინულმა ძალებმა რუსული მეოთხე თაობის მრავალფუნქციური სუ-35 გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

მისივე ცნობით, სუ-35 აღმოსავლეთის მიმართულებაზე ჩამოაგდეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

სუ-35 არის რუსული წარმოების მე-4++ თაობის მრავალფუნქციური, ზებგერითი გამანადგურებელი. იგი შექმნილია ჰაერში უპირატესობის მოსაპოვებლად, ასევე სახმელეთო და საზღვაო მიზნების გასანადგურებლად. თვითმფრინავს შეუძლია შეასრულოს ურთულესი საჰაერო მანევრები დაბალ სიჩქარეზეც კი.

ომის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე სუ-35-ის ჩამოგდება შეძლეს.