უკრაინულმა მხარემ ბელარუსის გომელისა და ბრესტის ოლქებში რუსეთის მიერ განლაგებული ოთხი რეტრანსლატორი (სიგნალის გამაძლიერებელი/გადამცემი) დააფიქსირა, რომლებსაც მოსკოვი უკრაინის ქალაქებზე დრონებით თავდასხმების კოორდინაციისთვის იყენებს. კიევი მინსკს სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბელარუსს ჯერ კიდევ აქვს დრო აღჭურვილობის მოსახსნელად.

მისივე თქმით, უკრაინა ასევე აკონტროლებს ყველა ბელორუსულ საწარმოს, რომელიც მუშაობს რუსეთის არმიისთვის და ჯავშანტექნიკისა და სარაკეტო სისტემებისთვის კომპონენტებს ამარაგებს. კიდევ ერთი ფაქტორია საწვავის მიწოდება - კიევის მონაცემებით, იანვრიდან მაისამდე პერიოდში ბელორუსიიდან რუსეთში ბენზინის მიწოდება 13-ჯერ გაიზარდა, ხოლო დიზელის საწვავის მიწოდება გასულ წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა.  

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არაოფიციალური არხებით, ბელორუსის ფაქტობრივი ხელმძღვანელობა აცხადებს თავის პოზიციას ომის წინააღმდეგ, თუმცა ქვეყნის რეალური ქმედებები ამას უნდა ადასტურებდეს.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ცოტა ხნის ზელენსკის ბოდიში მოუხადა და მას "დამშვიდებისკენ" მოუწოდა. მინსკის ნაბიჯზე რეაგირებისას, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსს მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა და ლუკაშენკოს სასაზღვრო რეგიონებიდან სპეციალური აღჭურვილობის გასატანად ზუსტად ერთი კვირა მისცა.